კატეგორიები

უკრაინელი ჯარისკაცები მოსალოდნელი საფრთხის გამო ბელორუსთან საზღვარს მუდმივად აკონტროლებენ

უკრაინელი ჯარისკაცები მოსალოდნელი საფრთხის გამო ბელორუსთან საზღვარს მუდმივად აკონტროლებენ

ბელარუსისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვართან განთავსებული უკრაინული არმიის ჯარისკაცთა თქმით, ისინი რუსული ჯარების შეტევას ელიან.

ჩერნიჰივის რეგიონში მესაზღვრეები და ჯარისკაცები საზღვარს მუდმივად აკონტროლებენ, რუსული მხარე კი მიდამოებს სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით ბომბავს.

„ბელარუსის მხრიდან თავდასხმის მოლოდინში ვართ, საზღვარს ვამაგრებთ და ასევე ვცდილობთ, მზადყოფნის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. შეტევის შემთხვევაში მტრის მოგერიება საზღვარზევე გვსურს“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი ჰალინა შეცოვცოვა.

ჩერნიჰივის რეგიონი კიევის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება. ქალაქი ჰოროდნია რუსმა ოკუპანტებმა ინტერვენციის დასაწყისში ჩაიგდეს ხელში, რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ კი ქალაქი უკრაინულმა არმიამ დაიბრუნა.

“მშვიდობამ ვერ დაისადგურა, ნერვები აღარავის შეგვრჩა, რა დავუშავეთ რუსებს? აქ ხომ კარგი ხალხი ცხოვრობს, მშვიდობიანი ხალხი“, – წუხს ადგილობრივი ნადია პოლოტევსკა.

რუსეთის ფედერაციამ ბელარუსის ტერიტორია უკრაინა თავდასხმისას პლაცდარმად გამოიყენა, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა ალექსანდრ ლუკაშენკა უკრაინაში ჯარების გაგზავნასაც დათანხმდეს. ბელარუსის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 9 ათასი რუსი სამხედრო და 200 – მდე ტანკია თავმოყრილი.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები