მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: რა არის „ბინძური ბომბი“ და რა სამხედრო დანიშნულება აქვს მას

ომი უკრაინაში: რა არის „ბინძური ბომბი“ და რა სამხედრო დანიშნულება აქვს მას

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინა ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბის დამზადებაზე მუშაობს. ბომბი, როგორც წესი, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ასოცირდებოდა და მისი გამოყენების მიზანი ხალხში გაურკვევლობის, პანიკისა და  შიშის დათესვა იყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ კიევი ასეთი ტიპის ბომბის გამოყენებას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს.

„ეს ალოგიკურია, „ბინძური ბომბის“ გამოყენებას ბრძოლის ველზე შედეგი არ აქვს. ეს ომის დინამიკას ვერ შეცვლის. მიმაჩნია, რომ  ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების მიზანი კრემლის მიერ უფრო მასშტაბური ესკალაციის გამოწვევაა. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ  უკრაინას  ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენება აწყობდეს“, – მიიჩნევს ბირთვული შეიარაღების საკითხთა მკვლევარი სკოტ როეკერი.

კაცობრიობის ისტორიაში „ბინძური ბომბი“ არასოდეს გამოუყენებიათ,  თუმცა ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს რუსეთს მისი აფეთქების ორი უშედეგო მცდელობა ჰქონდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ვაშინგტონში შეშფოთებული არიან იმ  განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოსკოვი ე.წ. ბინძურ ბომბთან დაკავშირებით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ კრემლის პროვოკაციული განცხადებების მოსმენას. ჩვენ ამავეს ვაცხადებდით 24 თებერვლამდე.  კრემლი აგრესიულ პოლიტიკას რომ აწარმოებს, ამის  ბევრი მაგალითი არსებობს. ვფიქრობთ, კრემლში გაკეთებული განცხადება იმის დასტურია, რომ მოსკოვი ესკალაციისთვის ემზადება. ჩვენ ვგმობთ კრემლში გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, რომელიც შესაძლოა წინ უძღოდეს კონფლიქტის ესკალაციას”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტის ხაზებზე კვლავ გრძელდება  შეტაკებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend