მთავარიმსოფლიო„ომი უკრაინაში ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო და მას მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია"...

„ომი უკრაინაში ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო და მას მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია” – კირ სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო და მას მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. ის ჟურნალისტებს თვითმფრინავში იმ დროს ესაუბრა, როდესაც ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიემგზავრებოდა. სტარმერის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინას მისცენ უფლება, დასავლური შეიარაღებით იერიში მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე. პუტინმა კი განაცხადა, რომ თუკი უკრაინა ამ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებს, ეს ნატოსთან ომსაც გამოიწვევს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის ხასიათს, რაც ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები, აშშ და ევროპის ქვეყნები იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში რუსეთიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც მათთვის შეიქმნება.

12 სექტემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთმა უნდა მისცეს უფლება უკრაინას, მის მიერ გადაცემული შეიარაღებით იერიშები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე. ზელენსკი აქტიურად ცდილობს მოიპოვოს მოკავშირეების ეს ნებართვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend