მთავარიევროპაუკრაინარა დანაკარგები აქვს რუსულ არმიას უკრაინაში 20 მაისის მდგომარეობით

რა დანაკარგები აქვს რუსულ არმიას უკრაინაში 20 მაისის მდგომარეობით

დონბასში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინული წყაროების მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, 20 მაისის მონაცემებით რუსულმა არმიამ უკრაინაში ინტერვენციის ფარგლებში დაკარგა:

28 700 ზე ჯარისკაცი;

1200 ზე მეტი ტანკი;

600 – მდე საარტილერიო სისტემა;

168 სამხედრო შვეულმფრენი და 204 სამხედრო საჰაერო ხომალდი;

ნატოს სამხედრო მეთაურობა უკრაინული არმიის მორალს და საბრძოლო მომზადებას მაღალ შეფასებას აძლევს.

ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ამბობს, რომ ბევრ რუს სამხედროს საერთოდ არ ესმის უკრაინაში რა მიზნით აგზავნის მათ კრემლი.

”მოწმენი ვართ უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო დაპირისპირებისას მორალის ფაქტორი. საქმე მხოლოდ შეიარაღებასა და ფინანსებს არ ეხება, უკრაინელი ერი და სამხედროები სამშობლოს იცავენ, ბევრ რუს სამხედროს კი არც ესმის რა მიზნით იმყოფება უკრაინაში”, – ამბობს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი.

ვაშინგტონი კი კიევს კიდევ 100 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

”უკრაინულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. შესაბამისად, წინასწარ გვაქვს განსაზღვრული კიევისათვის მომავალი სამხედრო დახმარების შესახებ დეტალები. მე ვერ ვისაუბრებ ბევრს ამ საკითხზე, ვინაიდან კიევთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვა ჩვენს პრეზიდენტს ეკუთვნის”, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

უკრაინაში 24 თებერვალს რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე ვაშინგტონმა კიევს 4 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტის ღირებულების შეიარაღება გადასცა.

2014 წლის შემდეგ კი უკრაინისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებს 6 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი რაოდენობის სამხედრო დახმარება აქვს მიწოდებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend