მთავარიმსოფლიოევროპავიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროპას ომის, ხოლო მას მშვიდობის სტრატეგია აქვს 

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროპას ომის, ხოლო მას მშვიდობის სტრატეგია აქვს 

ბრიუსელში იმართება ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერაზე მსჯელობენ.

შეხვედრას ესწრება უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანიც, სადაც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპისგან განსხვავებით,  მას მშვიდობის სტრატეგია აქვს, რითაც ძალიან ამაყობს.

„თქვენ ომის სტრატეგია გაქვთ, ჩვენ კი მშვიდობის და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მშვიდობა დამყარდეს. რუსულ მხარესთან კომუნიკაციის ყველა ხაზი ღია რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობა ვერ დამყარდება. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ამ სტრატეგიით ვამაყობთ“,-განაცხადა ორბანმა.

ბოლო პერიოდში ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ვიქტორ ორბანი ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმყოფებოდა და ის გახდა ერთადერთი ევროკავშირის ლიდერი, რომელიც შეხვდა ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის სასამართლომ ძებნილად გამოაცხადა. ამის შემდეგ კი ორბანმა ბუდაპეშტში გააკეთა განცხადება, რომელმაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. მან თქვა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის პაროდიაა.

კრიტიკული იყო გამოხმაურება ბრიუსელიდან. ჯოზეფ ბორელმა ვიქტორ ორბანს შეახსენა, რომ არავინ აიძულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend