მთავარიევროპარუსეთიბირთვული მანევრები: პუტინმა კიევი „ბინძური ბომბის“ შექმნის მცდელობაში კვლავ დაადანაშაულა

ბირთვული მანევრები: პუტინმა კიევი „ბინძური ბომბის“ შექმნის მცდელობაში კვლავ დაადანაშაულა

რუსულ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.  თავად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ბირთვული სამხედრო მანევრები დაიწყეს.  სამხედრო სცენარის გათვალისწინებით, კრემლი ბირთვულ დარტყმაზე საპასუხო რეაქციისთვის ემზადება.

რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კადრები, თუ როგორ ხელმძღვანელობს ვლადიმერ პუტინი ბირთვულ სამხედრო მანევრებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი კიევის ხელისუფლებას, რომ ის ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბის შექმნას ცდილობს.  როგორც უკრაინის ხელისუფლების, ასევე ნატოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვის ბრალდება სიცრუეა და კრემლის მიზანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტის ხაზებზე განცდილი მარცხის გადაფარვაა.

სამხედრო მანევრებისას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური და ფრთოსანი ბირთვული რაკეტები გამოიყენეს.  წვრთნების დროს რუსმა სამხედროებმა სამხედრო საჰაერო ხომალდები და წყალქვეშა ნავებიც გმოიყენეს.

ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ბირთვულ სამხედრო მანევრებს ატარებს ნატოც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend