მთავარიამერიკააშშნედ პრაისი: „ბინძური ბომბის“ საკითხს რუსეთი შემდგომი ესკალაციისთვის გამოიყენებს

ნედ პრაისი: „ბინძური ბომბის“ საკითხს რუსეთი შემდგომი ესკალაციისთვის გამოიყენებს

კრემლში ამტკიცებენ, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებასა და შემდეგ რუსეთისთვის გადაბრალებას აპირებს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ესკალაციას. ე.წ. ბინძურ ბომბებს ძირითადად ტერორისტები იყენებენ. მათი მთავარი მიზანი ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გაშვება და ხალხში პანიკისა და შიშის დათესვაა. უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსეთის ამ ბრალდებას უარყოფენ.

„ჩემთვის ეს გაუგებარია. ბრძოლის ველზე ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას უპირატესობა არ მოაქვს. ამით არაფერი შეიცვლება. მიმაჩნია, რომ რუსეთი ესკალაციისთვის უბრალოდ საბაბს ეძებს. ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ უკრაინას ამ ომში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენება აწყობდეს“, – ამბობს „ბირთვული საფრთხის ინიციატივის” წარმომადგენელი სკოტ როკერი.

რუსეთის ამ ბრალდებას უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთი ამ ბრალდებას შემდგომი ესკალაციისთვის გამოიყენებს.

„ბინძურ ბომბს გამოიყენებს, ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდება პრეზიდენტ პუტინის სისასტიკე. ბინძური ბომბის ან ატომური ბომბის გამოყენებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ე.წ. ბინძური ბომბი ჯერჯერობით არასდროს გამოუყენებიათ. თუმცა რუსეთს ორი ათეული წლის წინ ორი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, ბომბი სამხრეთ რუსეთის პროვინცია ჩეჩნეთში აეფეთქებინა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend