რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინული მხარე რადიოაქტიური ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებასა და შემდეგ მოსკოვისთვის გადაბრალებას გეგმავს. კვირას სატელეფონო საუბარში სერგეი შოიუგუმ ნატოს ქვეყნების ლიდერებთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.
შოიგუმ თავის ფრანგ, ბრიტანელ და თურქ კოლეგას უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია, თუმცა მას ე.წ. ბინძურ ბომბთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ ჰქონია. ე.წ. ბინძური ბომბი არის მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიურ ნარჩენებს ავრცელებს. მას არ აქვს დამანგრეველი ეფექტი, თუმცა მის აფეთქებას დიდი ტერიტორიის რადიოაქტიური ნივთირებებით დაბიძურება მოჰყვება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ უპასუხა რუსეთის ბრალდებებს.
თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა რაღაცას აპირებს, ზელენსკის აზრით, ეს, მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ რუსეთს თავისი გეგმა აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, ამ ყველაფერს მკაცრად და ხისტად უპასუხოს.
კიევში კვლავ დაძაბული ვითარებაა. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ურთიერთსაპირისპირო ბრალდებები, თავის მხრივ, აუცილებლად გამოიწვევს ესკალაციას.