მთავარიამერიკააშშნედ პრაისი: ამერიკული კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს

ნედ პრაისი: ამერიკული კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ გამოეხმაურა მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მისი თქმით, ეს კანონი თანხვედრაში არ არის ქართველის ხალხის მისწრაფებებთან, რასაც ისინი გამოხატავენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში“ არც იმ მომავალთან, რაც მათ საკუთარი თავისთვის განსაზღვრეს და რომლის მიღწევაშიც მათ ქვეყანას აშშ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, აპირებს ერთგული დახმარება გაუწიოს.

“ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვწუხვართ, ვინაიდან ეს კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც ერთგულად ცდილობს, უკეთესი ქვეყნის შენებას მათი თანამოქალაქეებისა და მათი თემებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და, ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე. ამავე დროს ვრცელდება პროპაგანდა, რომ თითქოს ეს კანონი ეყრდნობა ჩვენს კანონმდებლობას უცხოეთის წარმომადგენელთა რეგისტრაციის შესახებ აქტს, FARA-ს. ჩვენი კანონი მოითხოვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენენ უცხოეთის ქვეყნებს, არიან უცხოეთის ქვეყნების აგენტები, გაიარონ რეგისტრაცია უცხოეთის წარმომადგენლებად. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ეს აქტი, FARA, ძალიან ვიწროა და ეხება მხოლოდ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებს და ეს განსხვავებულია და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამით”, – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend