მთავარიამერიკააშშნედ პრაისი პუტინის გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტაზე „ცინიკურს“ უწოდებს

ნედ პრაისი პუტინის გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტაზე „ცინიკურს“ უწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 6-7 იანვარს ცეცხლის 36-საათიანი შეწყვეტის შესახებ გაცემული განკარგულება ცინიკურია.

მისივე თქმით, რუსეთი ეცდება ყველა თავისუფალი დრო მის სასარგებლოდ გამოიყენოს. ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შემაშფოთებელია.

„არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ამ ქმედებას და ეს არის სიტყვა ”ცინიკური“. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსები შეეცდებიან ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა დასვენებისთვის, გადაწყობისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა პრაისმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend