სამხედრო ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნიადაგს ამზადებს სამომავლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ესკალაციისთვის. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, რომ ამაზე მიუთითებს ვლადიმერ პუტინის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ლატვიიდან და ბალტიის სხვა ქვეყნებიდან რუსებს ყრიან, რაც მისივე თქმით, გავლენას ახდენს რუსეთის უსაფრთხოებაზე. ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ იმის ნიშნებს, რომ პუტინი ამ ქვეყნებზე თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები მიუთითებს სამომავლო აგრესიისთვის ნიადაგის შექმნას. 14 იანვარს ლატვიიდან გააძევეს ლატვია-რუსეთის თანამშრომლობის ასოციაციის საბჭოს დირექტორი ბორის კაცოვი.
გავრცელებული ცნობებით, ლატვია გეგმავს ქვეყნიდან გააძევოს რუსეთის 1167 მოქალაქე, რომლებიც ქვეყნის საიმიგრაციო კანონის მოთხოვნებს ვერ პასუხობენ.
Putin claimed on January 16 that Latvia and other Baltic states are “throwing [ethnic] Russian people” out of their countries and that this situation “directly affects [Russia’s] security.” 🧵(1/9) https://t.co/UUyHm3yPHC pic.twitter.com/FPkQhCqsgG
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) January 17, 2024