მთავარიევროპაუკრაინადონბასში უკრაინელი მეომრები შემდგომი ბრძოლებისთვის ემზადებიან

დონბასში უკრაინელი მეომრები შემდგომი ბრძოლებისთვის ემზადებიან

დონეცკში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ამბობენ, რომ  ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსული ძალების წინსვლა ქვეყნის აღმოსავლეთით შეაჩერონ და ოკუპანტი აიძულონ, უკან დაიხიოს.

უკრაინელი სამხედროები მომდევნო დაპირისპირებისთვის ემზადებიან და ტანკების შეკეთების პარალელურად ემოციებს გვიზიარებენ.

”ძალა ტანკში არ არის, ძალა ხალხშია. ჩვენ ვართ ხალხი და ჩვენი აღჭურვილობა მათზე უარესია. ჩვენ ვიბრძვით. მოწინააღმდეგეს წავართვით  ტანკები. მათ  არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ჩვენ უძლეველები ვართ! თუ შესაძლებლობა გვექნება, შევაჩერებთ მტერს. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. სამწუხაროდ, გვაქვს საბრძოლო დანაკარგი, ადამიანებიც იხოცებიან. ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ისინი ღირსეულად დაიღუპნენ. დანებებას არავინ აპირებს, არავინ გარბის”, – გვიყვება ერთ-ერთი მებრძოლი დონბასის რეგიონში.

ჯარისკაცები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ეს ის ჯარისკაცები არიან, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე დგანან და რომელთა სოფლები და ქალაქები დანგრეულია.

ერთ-ერთი ტანკის მეთაური, ვასილი რვა წელია, რაც ჯარში მსახურობს.  ახლა მისი ოჯახის სხვა წევრებმაც გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვასილიმ იცის, რომ რთული ამოცანის წინაშე დგას,  და რომ უკრაინელი სამხედროების ძალისხმევა შეუფასებელია.

ორ თვეზე მეტია, რაც უკრაინელი სამხედროები, დასავლეთის დახმარებით წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს. უკრაინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ.

უკრაინელი სამხედროების მოულოდნელმა წინააღმდეგობამ თავისი შედეგი გამოიღო.  რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის აღება. ახლა მისი ყურადღება აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის ძირითადად რუსულენოვანი ინდუსტრიული რეგიონის აღებაზეა გადატანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend