კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი:მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს – როგორც ადამიანი შეძრული ვარ

სალომე ზურაბიშვილი:მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს  –  როგორც ადამიანი შეძრული ვარ

მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომეზურაბიშვილმა “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილი გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.

13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები