მთავარიევროპაუკრაინაქალაქ იზიუმში ადგილობრივები რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჰყვებიან

ქალაქ იზიუმში ადგილობრივები რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჰყვებიან

ქალაქ იზიუმში, რომელიც რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული და რომელიც ახლა უკრაინულმა მხარემ გაათავისუფლა, ადგილობრივები რუსების მიერ ჩადენილი ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების შემთხვევების შესახებ საუბრობენ. 67 წლის მიჰაილო ჩინდეი ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს და ჟურნალისტებსა და პოლიციას იმ ადგილს აჩვენებს, სადაც ის ოკუპანტებს ჰყავდათ დატყვევებული.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მიჰაილომ ჟურნალისტები და პროკურორი მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში ქალაქ იზიუმში, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. იზიუმში აღმოაჩინეს საერთო სამარხი, სადაც 400-ზე მეტი ცხედარი იქნა ნაპოვნი. 67 წლის მიჰაილო იხსენებს რუსების ტყვეობაში გატარებულ 12 დღეს. ამ დროის განმავლობაში მიჰაილოს ხშირად სცემდნენ და მუდმივ დაკითხვას უწყობდნენ. მისი საკნის ფანჯრებზე ნაჭრები იყო აფარებული, სადაც მისი ქურთუკის ნაწილიც აღმოჩნდა.

მიჰაილო ხშირად აჰყავდათ ზედა სართულზე და ხელზე რკინის ხელკეტს ურტყამდნენ. ამისთვის სპეციალური ოთახი იყო მოწყობილი. მისი თქმით, ყველა დატყვევებულს სცემდნენ. მიჰაილო იხსენებს, როგორ ესმოდა გვერდითა მხრიდან ქალის განწირული კივილი.

მიჰაილო, სხვა პატიმრების მსგავსად, ტყვეობაში დღეებს ითვლიდა. გათავისუფლების შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალე მას დაზიანებულ ხელზე ოპერაციას გაუკეთებენ. როგორც იზიუმში, ისე უკრაინელთა მიერ გათავისუფლებულ სხვა ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ ჩადენილი ძალადობისა და წამების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია უკვე საჯარო ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend