მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს

ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი იქნება.

დღეს, 5 სექტემბერს ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. მოგვიანებით, პარლამენტის წევრებთა უმრავლესობამ ის პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე უნდა აირჩიონ.

რიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასმა რიში სუნაკი 20 000 ხმით დაამარცხა.

ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან ასევე ახსენა ბორის ჯონსონიც.

„ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსიტი. თქვენ გაანადგურეთ ჯერემი კორბინი, თქვენ შექმენით ვაქცინა და თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები “კონსერვატიულ პარტიას”, უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე.“-განაცხადა ლიზ ტრასმა.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა პირობა დადო, რომ უფრო მეტად დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს. ლიზ ტრასის აზრით, მაღალი გადასახადები კიდევ უფრო აფერხებს დიდი ბრიტანეთის განვითარებას. შესაბამისად, მისი მიზანი გადასახადების შემცირებაა.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ჩაიბარებს ქვეყანას, რომელშიც ამჟამად ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend