მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლიზ ტრასმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა

ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, მთავრობის ახალი წევრები წარადგინა.

ფინანსთა მინისტრად დაინიშნა კვასი კვარტენგი, რომელიც  აქტიურად უჭერს მხარს ენერგიის განახლებადი წყაროების, ქარის ტურბინებისა და მზის ბატარეების გამოყენებას, ასევე მხარს უჭერს ბირთვულ ენერგიას.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა სუელა ბრავერმანი. ადრე მას გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა. ბრავერმანმა უნდა შეიმუშაოს მთავრობის გეგმა რუანდაში იმ მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში იურიდიული პრობლემები შეექმნათ.

ბრიტანეთის ახალ მთავრობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივნად ტერეზა კოფი დაინიშნა. ის ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იქნება, რომელიც ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის დროს განათლების მინისტრი იყო.

თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი  ერთ-ერთია, რომელმაც ახალ კაბინეტში საკუთარი თანამდებობა შეინარჩუნა. იგი ამ თანამდებობაზე 2019 წლიდანაა.

კონსერვატიულ პარტიაში ერთთვიანი მარათონის შედეგები 5 სექტემბერს გახდა ცნობილი. 6 სექტემბერს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის თანამდებობა ლიზ ტრასმა დაიკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend