მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროპარლამენტის არჩევნებში დიდი ალბათობით კონსერვატიული პარტიები გაიმარჯვებენ - ევრონიუსის წინასაარჩევნო გამოკითხვა

ევროპარლამენტის არჩევნებში დიდი ალბათობით კონსერვატიული პარტიები გაიმარჯვებენ – ევრონიუსის წინასაარჩევნო გამოკითხვა

ევრონიუსის წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, კონსერვატიული პარტიები ლიდერობენ და დიდი ალბათობით გაიმარჯვებენ ევროპარლამენტის არჩევნებში. ევროკავშირის ყველაზე დიდ ქვეყნებში სწორედ მემარჯვენე-ცენტრისტული, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული პარტიები გამოირჩევიან ყველაზე მაღალი მხარდაჭერით. დიდია ალბათობა, რომ ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი კონსერვატორი იქნება.

ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ლიბერალ-დემოკრატები მწარედ დამარცხდებიან, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები საშუალო დონის წარმატებას მიაღწევენ და ექნებათ გარკვეული მცირე გამარჯვება რიგ ქვეყნებში.

თუმცა არჩევნების მთავარი შედეგი, მთავარი ცვლილება რაც შესაძლოა ვიხილოთ, იქნება ევროკომისიის ახალი, კონსერვატორი ხელმძღვანელის დანიშვნა.

ამ ეტაპზე ევროკავშირის საპარლამენტო ჯგუფებს შორის არის საკმაოდ ცხარე დაპირისპირება და კონკურენცია იმის გარშემო, თუ ვინ წარმართავს ევროკავშირის საქმიანობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

ევრონიუსის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის რამდენიმე დიდ ქვეყანაში მოიპოვებენ დიდ გამარჯვებას ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ძალები: საფრანგეთში ლიდერობს მარინ ლეპენის პარტია „ნაციონალური ფრონტი”, იტალიაში – პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმები“, ჰოლანდიაში – ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერის გერტ უილდერის „პარტია თავისუფლებისთვის“, რუმინეთში კი ადელა მირზა და მისი მემარჯვენე პარტია ლიდერობს.

გამოკითხვების თანახმად, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტია „განაახლე ევროპას” მთელი ევროპის მასშტაბით მძიმე დანაკარგი ექნება. ხოლო საფრანგეთი, რომელიც ადრე პარტიის დასაყრდენს წარმოადგენდა, იქნება ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველი ხმების მოსაპოვებლად. ამ პარტიას ეკუთვნის ემანუელ მაკრონის პარტიაც.

იმ შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევის შესაძლებლობაც აქვთ მელონის და ლე პენის პარტიებს, მათ ექნებათ შანსი გადამწყვეტი როლი ითამაშონ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაში.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კონსერვატიული ბანაკი საკმაოდ გაყოფილია მთელ რიგ საკითხებზე და შეიძლება ითქვას, რომ მოედანი ჯერ კიდევ ღიაა და მხოლოდ ხმის მიცემითა და ციფრებით არ წყდება ყველაფერი.

კონსერვატიული უმრავლესობა ნიშნავს, რომ კონსერვატიული პარტიები მიიღებენ მონაწილეობას ევროკომისიის პრეზიდენტის დანიშვნაში. მათ გამარჯვებას ასევე ექნება გავლენა ევროკავშირის სხვა უმაღლესი დონის თანამდებობებზე დანიშვნაზეც, მათ შორის ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის დანიშვნაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend