მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ქვეყნის მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.  დედოფალთან შეხვედრის დროს მას სთხოვეს, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მან ბორის ჯონსონისგან უნდა გადაიბაროს ესტაფეტა, ნოემბერში კი იგი დაუნინგ სტრიტზე გადავა. სწორედ ამ დროს დაიწყება მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.

ტრასმა მცირედით დაამარცხა თავისი მეტოქე რიში სუნაკი და გახდა კონსერვატიული პარტიის ლიდერი. მისმა გამარჯვებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მოქალაქეთა ნაწილს მოსწონს მომავალი პრემიერ-მინისტრი, მას მარაგრეტ ტეტჩერსაც კი ადარებენ. ზოგიერთისთვის კი მისი იდეები არ არის მისაღები. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრის გეგმები არ იქნება ხელმისაწვდომი.

ტრასი პირველ საჯარო პოლიტიკურ გამოცდას დღეს, 6 სექტემბერს, ჩააბარებს როდესაც იგი თემთა პალატის წინაშე წარდგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend