მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ლიზ ტრასი იქნება ბორის ჯონსონის შემცვლელი და დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი თუ რიში სუნაკი, დღეს 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. თავდაპირველად, უნდა გადაწყდეს, რომელ მათგანს დაასახელებენ კონსერვატიული პარტიის ლიდერად.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც წინასწარი გამოკითხვებით, უკვე ლიდერობს, პირობა დადო, რომ უფრო მეტად დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს. ლიზ ტრასის აზრით, მაღალი გადასახადები კიდევ უფრო აფერხებს დიდი ბრიტანეთის განვითარებას. შესაბამისად, მისი მიზანი გადასახადების შემცირებაა.

მიუხედავად იმისა, რომ რიში სუნაკს პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, შიდაპარტიული წინასწარი გამოკითხვებით, იგი მაინც ჩამორჩება ლიზ ტრასს.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ჩაიბარებს ქვეყანას, რომელშიც ამჟამად ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend