მაო ძედუნის მმართველობის შემდეგ პირველად მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მართვის სადავეები კვლავ ერთი პიროვნების ხელშია.
სი ძინპინის საჯაროდ გაცხადებული მიზანი ეროვნული გამოცოცხლება და გლობალური მასშტაბით მისი სახელმწიფოს კუთვნილი ადგილის დაკავებაა. სი ძინპინი ათწლეულების განმავლობაში უკვე ყველაზე ძლიერი მმართველი იყო, მისი ძალაუფლება კი აქამდე არნახული მასშტაბის მერე გახდა მას მერე, რაც კომუნისტურმა პარტიამ ტრადიცია დაარღვია და სი ძინპინის ლიდერის პოსტზე დარჩენას მესამე ვადით დაუჭირა მხარი.
“მან ძალაუფლების კონსოლიდაციის თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. ამჟამად გამოწვევას სი ძინპინის ახლო გარემოცვა წარმოადგენს ვინაიდან ლიდერს წინააღმდეგობას ვერავინ უწევს და იქმნება საფრთხე რომ სი ძინპინი რეალობას მოწყდება. წარსულში კომუნისტურ პარტიაში რამდენიმე ფრთა არსებობდა და ისინი ერთმანეთს აბალანსებდნენ მაგრამ ახლა ნაკლები პლურალიზმია და შესაბამისად ნაკლები დებატი. ასეთ პირობებში ლიდერები როგორც წესი ნაკლებად უგდებენ ყურს სხვა მოსაზრებებს და გადაწყვეტილების მიღების ასეთი წესი გავლენას იქონიებს როგორც ვაშინგტონთან ურთიერთობებზე ასევე, ტაივანის საკითხზე“, – მიიჩნევს ჟან ჰონგ კონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის პროფესორი პიერ კაბესტანი.
სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 2012 წლიდან მართავს და ეს მისი მმართველობის უკვე მესამე ვადაა, პეკინში ბევრი ვარაუდობს რომ სი ძინპინი ხელისუფლების სათავეში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება.