მთავარიევროპაალბანეთიალბანეთის პრეზიდენტად ბაირამ ბეგაი აირჩიეს

ალბანეთის პრეზიდენტად ბაირამ ბეგაი აირჩიეს

ალბანეთის ახალმა პრეზიდენტმა 24 ივლისს ფიცის დადებისას საზოგადოებას პოლიტიკური ერთიანობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი მმართველმა მემარცხენე სოციალისტურმა პარტიამ წარადგინა. ოპოზიციონერ დეპუტატთა უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო კენჭისყრას, რადგან მან 140-ადგილიან პარლამენტში 78 ხმით გაიმარჯვა.

ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა  ევროპულ ალბანეთზე, რომლის შექმნასაც აპირებს პრეზიდენტი. მისი თქმით, ეს დაპირება ხვალ რეალობად იქცევა.

“ჩვენი ძვირფასი ალბანეთი უკვე შეუქცევად ევროპულ გზაზე გადავიდა. ადრეული მემკვიდრეობა და მის მიმართულებაზე ეჭვი უკვე წარსულს ჩაბარდა”, – განაცხადა ალბანეთის პრეზიდენტმა ბაირამ ბეგაიმ.

ამ თვის დასაწყისში ალბანეთმა, რომელიც 2009 წლიდან ნატოს წევრია, ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

ორმოცდათხუთმეტი წლის ბეგაი არის პოსტკომუნისტური ალბანეთის მერვე პრეზიდენტი. თანამდებობის დაკავების შემდეგ, ბეგაი გახდა მეხუთე პრეზიდენტი ალბანეთის ისტორიაში, რომელსაც სამხედრო გამოცდილება აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend