მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას რიში სუნაკი და ლიზ ტრასსი განაგრძობენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას რიში სუნაკი და ლიზ ტრასსი განაგრძობენ

დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის წევრებმა  ახალი ლიდერის ასარჩევად არჩევანი რიში სუნაკსა და ლიზ ტრასს შორის უნდა გააკეთონ. საბოლოო კენჭისყრის ბოლო შემაჯამებელი რაუნდის შემდეგ წყვილმა უპირატესობა მოიპოვა. სუნაკს – 137 თანაპარტიელმა დაუჭირა მხარი, ტრასს – 113-მა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობასა და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობაზე ორივე კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.

მთავრობის უმრავლესობას სწორედ კონსერვატორები იკავებენ, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრიც ამ პარტიიდან იქნება.

დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას უკვე მოჰყვა მწვავე პარტიული დაპირისპირებები,  მაგრამ სინამდვილეში ორივე კანდიდატი ცენტრის მარჯვენა მხარესაა. ისინი უპირატესობას დაბალ გადასახადებსა და ბრექსიტს ანიჭებენ.

ახლა დიდი ბრიტანეთის ახალი ლიდერის სტატუსის განსაზღვრა კონსერვატიული პარტიის წევრების ხელშია.  – 160,000 ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილება 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჯონსონი კი პარლამენტში გამოცხადდა. მან პრემიერის რანგში ბოლოჯერ მიმართა თანაგუნდელებს და ამ სიტყვებით დაემშვიდობა: ,,hasta la vista, baby”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend