„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობამ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩია. მის მოადგილედ კი თამარ ონიანი.
ნონა ქურდოვანიძე 2018-2020 წლებში თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
2019 წლის მარტიდან, კი საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას ხელმძღვანელობდა და არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ორი წლის განმავლობაში ნიკოლოზ სიმონიშვილი იყო.