მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურ ექსტრემიზმში დაადანაშაულა

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურ ექსტრემიზმში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელი ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები დემოკრატიის ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. კონგრესის შუალედური არჩევნების წინ ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, უარი უთხრან პოლიტიკურ ექსტრემიზს. მისი თქმით, დონალდ ტრამპის იდეოლოგიის, MAGA-ს მიმდევრები პატივს არ სცემენ კონსტიტუციას.

“როცა მე აქ ვდგავარ , თანასწორობასა და დემოკრატიას თავს ესხმიან. ჩვენ არ ვუყენებთ ჩვენს თავს სხვაგვარ პრეტენზიას, ამიტომ მოვედი აქ. საჭიროა ერთად ღიად ვისაუბროთ. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვარწმუნებდით საკუთარ თავს, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. დავიცვათ და ვიბრძოლოთ მისთვის. ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ არის ნორმალური. დონალდ ტრამპი და MAGA-ს მიმდევრები წარმოადგენენ ექსტრემისტულ ძალას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ გვესმის, რომ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ძალადობაზე, როგორც მისაღებ პოლიტიკურ ინსტრუმენტზე ამ ქვეყანაში. ეს ასე არ არის, ის ვერასოდეს იქნება მისაღები. ამიტომ, მე მინდა ვთქვა ეს უბრალოდ და მარტივად: პოლიტიკური ძალადობისთვის ამერიკაში ადგილი არ არის”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კონგრესის შუალედური არჩევნები, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, გადაწყვეტს, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend