კატეგორიები

კელი დეგნანი: ყოველდღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას

კელი დეგნანი: ყოველდღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში ყოფნის ყოველ დღეს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, – აღნიშნა ელჩმა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები