კატეგორიები

ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 40 ადამიანი.

სამაშველო ოპერაცია ერევანში ამ დრომდე გრძელდება. ერევნის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.

ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში 2 მძლავრი აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.

დაკავშირებული ამბები
საგარეო კურსთან დაკავშირებით პუტინი ფაშინიანს კვლავ არჩევანის წინაშე აყენებს ევროკომისია სომხეთს დამატებით 18 მილიონ ევროს გამოუყოფს
სხვა ამბები