ევროკომისია სომხეთს დამატებით 18 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში ვიზიტისას განაცხადა. ბაქოს შემდეგ ევროკომისიის პრეზიდეტი უკვე სომხეთის დედაქალაქს სტუმრობს. ამ სამხრეთკავკასიული ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ფონზე ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ერევანს შეუძლია ბრიუსელის იმედი ჰქონდეს და რომ ის ეკონომიკურ წინსვლაში პარტნიორის მხარდაჭერას განაგრძობს.
„ევროკავშირი მზადაა წარმოსახვის რეალურად ქცევაში დაგეხმაროთ, რომელიც სომხეთისთის გახსნილ საზღვრებს, გლობალურ დაკავშირებადობაში ჩართვასა და ეოკონომიკურ კეთილდღეობაში დაეხმარებას ითვალისწინებს“ - აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას მან აქცენტი გააკეთა იმ ზეწოლაზეც, რომელსაც ქვეყანა რუსეთის ხმრიდან ინტენსიურად განიცდის,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხმედმა მტავრობამ მკაფიოდ ევროპული კურსის აიღო.
„ვიცი, რომ სომხეთი რუსეთის მხრიდან კვლავაც განიცდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას. სინამდვილეში, ეს ეკონომიკურ იძულებასაც კი წარმოადგენს. მაგრამ დარწმუნებული იყავით: როდესაც ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა იზრდება, ევროკავშირი მათ გვერდით დგას. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მაქვს. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ მალე დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებთ, რათა თქვენი ვაჭრობის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას შეუწყოთ ხელი.მეორე, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ დან წარმოგიდგენთ წინადადებას ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ. ეს ნიშნავს, ევროკავშირთან სომხეთის ექსპორტის თითქმის 80%-ის ლიბერალიზებას, ეს ყველაფერი კი, ეს ყველაფერი საბაჟო გადასახადის გარეშე. ამ გზით ჩვენ შევძლებთ ის პროდუქტები, რომლებიც ამჟამად ჯერ კიდევ ძლიერად არიან დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე გადავამისამართოთ და გავაგზავნოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს.ასე გაიხსნება ევროპული კარი სომხური ხილის, ბოსტნეულისა თუ სხვა პროდუქტების თითქმის 99%-ისთვის, რომლებიც ადრე რუსეთის ბაზარზე გადიოდა“-აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე თვლის, რომ ბოლო არჩევნებმა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერიე აჩვენა,რაც ქვეყანას მოუწონა კიდეც. ბოლო 2 თვის განმავლპოობაში დედაქალაქში ევროკომისიის პრეზიდენტის უკვე მეორე სტუმრობა კი ნიკოლ ფაშინიანისთვის იმის დასტურია, რომ ევროკავშირის განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ არის. ამის სესახებ ქვეყნის პრემიერმა სტუმარტან საუბრის დროსაც გაამახვილა ყურადღება.
„ბოლო წლებში ჩვენს მიერ ერთობლივად მიღებული განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული ქმედებებია, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ.მაისში ერევანში გაიმართა ევროკავშირი–სომხეთის პირველი სამიტი და ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენ მიერ მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებებს. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილი გარემოებებიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს ურთიერთობებში ზოგიერთი პროცესი უფრო სწრაფად ვითარდება. თუმცა, მეორე მხრივ, ის, რასაც ვახორციელებთ, ჩვენი სტრატეგიული ხედვების გამოხატულებაა, რომლებიც, შეიძლება ითქვას, წინა პერიოდში ჩვენი მრავალრიცხოვანი შეხვედრებისა და განხილვების დროს დავაფიქსირეთ.მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გამოიჩინეთ, სომხეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთეთ. დღეს ეს განცხადებები პრაქტიკაში უკვე ხორციელდება ან განხორციელებულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შთამბეჭდავია და ასევე ზრდის სომხეთ–ევროკავშირის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს“-ამბობს სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა, სადაც სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად დამატებით 20 მილიონიანი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. ბაქოსთან ურთიერთობებში ენერგეტიკა და ვაჭრობა საკვანძო თემებია. 200 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობის განვითარებაში. რაც ტრანსპორტსა და ენერგეტიკასაც მოიცავს.
