მთავარიევროპაუკრაინააშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი კიევში ჩავიდა

აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი უკრაინაში წინ უსწრებს პარასკევს, ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრას ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის.

ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევისთვის დამატებით 200 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული პრესკონფერენციისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან დამატებით სამხედრო ნაწილების თავმოყრას აპირებს.

“ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული არმიის მობილიზაციის საკითხი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებდა უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის მობილიზაციას. ვიცით, რომ კრემლი ემზადება მალევე კიდევ უფრო მეტი სამხედრო რესურსის მობილიზაციისათვის, ეს კი შესაძლებლობას მისცემს ვლადიმერ პუტინს მოკლე ვადებში დაესხას თავს უკრაინას“, – განაცხადა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის ფუნდამენტურ დებულებებთანაც.

“მოსკოვის მიერ წარმოებული აგრესიული საგარეო პოლიტიკა ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის. დაუშვებელია, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს. ამავე დროს არცერთ სახელმწიფოს აქვს უფლება აიძულოს მეორე საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმართოს საგარეო პოლიტიკა. თუ ჩვენ ამ პრინციპების დარღვევას დავუშვებთ, მაშინ პანდორას ყუთს გავხსნით, მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რა ხდება უკრაინაში“, – ამბობს ენტონი ბლინკენი.

ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში მოსდევს უშედეგო მოლაპარაკებების სამ რაუნდს დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, პირველი შეხვედრა ჟენევაში შედგა ამერიკელ და რუს დიპლომატებს შორის, მეორე შეხვედრა ნატო – რუსეთის კომისიის ფარგლებში, მესამე კი ეუთოს ფარგლებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend