მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამუდმებით სროლის ხმა ისმის

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამუდმებით სროლის ხმა ისმის

უკვე რამდენიმე დღეა, არეულობაა და სროლის ხმა ისმის ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში. საპროტესტო გამოსვლები საწვავზე ფასების ზრდამ გამოიწვია.  ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ დაღუპულთა შორის არიან როგორც პოლიციელები, ისე მომიტინგეები.

ამავდრულად, ქვეყანაში უკვე ჩავიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი ძალები,  მათი რაოდენობა დაახლოებით 2 500 კაცს შეადგენს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სამშვიდობო ძალები დაიცავენ სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებს და ქვეყანაში რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში დარჩებიან.

დამოუკიდებელი პოლიტიკური ანალიტიკოსი დიმიტრი ორეშკინი აღნიშნავს, რომ ტოყაევი ძალაუფლებას რუსეთის მიერ გაგზავნილი ძალების დახმარებით შეინარჩუნებს. თუმცა, მეორე მხრივ, მას თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარჯზე მოუწევს ამ ფასის გადახდა. ორეშკინის თქმით, ნაზარბაევისგან განსხვავებით, ტოყაევი რუსეთზე უფრო მეტად იქნება დამოკიდებული, პუტინი კი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

ალმათის ქუჩები კი ნამდვილ საომარ ზონას ჰგავს, გადამწვარი შენობებითა და ავტომობილებით. ბევრს გარეთ გასვლისაც ეშინია, განსაკუთრებით ღამით, რადგან ჯერ კიდევ გრძელდება შეტაკებები. ქალაქში გამუდმებით ისმის სროლის ხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend