მთავარი კუბი ვრცელდება კადრები, სადაც უკრაინის ქალაქებში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები

ვრცელდება კადრები, სადაც უკრაინის ქალაქებში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცნობით, ლუგანსკის რეგიონში მათ 5 რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვარზე შეტევა განხორციელდა ბელორუსის საზღვრიდანაც.

ამის ამსახველ სავარაუდო კადრებს ავრცელებს CNN. მათი ცნობით, ამ კადრებზე ჩანს უკრაინა-ბელორუსის საზღვართან თუ როგორ შედიან ტანკები უკრაინაში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend