მთავარი აზია ყაზახეთი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მსოფლიო რელიგიების მეშვიდე კონგრესი დაიწყო

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მსოფლიო რელიგიების მეშვიდე კონგრესი დაიწყო

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მსოფლიო რელიგიების მეშვიდე კონგრესი დაიწყო. სტუმრებს შორისაა პაპი ფრანცისკე. კონგრესის ერთ-ერთი მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა დიალოგის გზით.

“აუცილებელია, ვისაუბროთ სამყაროს გამოწვევებზე და საზოგადოებას   მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მმოვუწოდოთ“.- ამბობს კარდინალი, ქრისტიანთა ერთიანობის პაპის საბჭოს პრეზიდენტი კურტ კოხი

“დღეს ამ არასტაბილურ სამყაროში მშვიდობა რომ დამყარდეს, აუცილებელია  საუბარი, ერთად ყოფნა, ერთმანეთის გაგების მცდელობა, ერთმანეთის პირადად გაცნობა. ეს არის ის, რამაც შეიძლება გააერთიანოს ადამიანები”.- ამბობს ებრაული კონგრესის თავმჯდომარე არონ ფრენკელი

წლევანდელი კონგრესი აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან.

“ჩვენ ამ კონგრესს 2003 წლიდან ვმართავთ. პირველ კონგრესზე მხოლოდ 17 დელეგატი იყო. ახლა ასზე მეტია.  და იმის ნიშანია, რომ  მსოფლიოში დიდი ინტერესია და არსებობს სურვილი  სულიერი ლიდერების მხარდაჭერისა.”- ამბობს რელიგიათა და ცივილიზაციებს შორის დიალოგის განვითარების ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე ბულატ სარსენბაევი,

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სულიერი ლიდერების მეშვეობით  სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დაწყებაა. საჭიროა, ამან  უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინოს.  სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ხშირად არ ხვდებიან ერთმანეთს. ურთიერთობის ნორმალიზებისთვის კი ახლა  ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”- ამბობს “რელიგიები მშვიდობისთვის” გენერალური მდივანი აზა კარამი.

კონგრესზე მრავალი გლობალური პრობლემა წამოიჭრა, ერთ-ერთი საკითხი პანდემია იყო. ზოგიერთი მონაწილის აზრით,  პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად დაკავშირებული არიან ადამიანები ერთმანეთთან.

უახლესი

სხვა ამბები

ყაზახეთიყაზახეთი

Send this to a friend