მთავარიევროპაუკრაინარუსული ძალები ხერსონს გამუდმებით ბომბავენ

რუსული ძალები ხერსონს გამუდმებით ბომბავენ

რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟიასთან ახლოს 70 რაკეტა ისროლეს.

მოსკოვის განცხადებით, 17-ვე რაკეტა  მოხვდა მათ სამიზნეს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობის ჩამოყრა შეძლეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თითოეული განადგურებული რუსული რაკეტა არის მტკიცებულება იმისა, რომ ტერორიზმის დამარცხება შესაძლებელია.  მისი თქმით, არის მსხვერპლიც. ამ დროისთვის რუსული თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

ქვეყნის ენერგოქსელში კი შეფერხებებია, რაც ასევე გავლენას ახდენს მეზობელ მოლდოვაზე. მრავალი უკრაინული ქალაქი და სოფელი სრულ სიბნელეში იყო, მათ შორის ქალაქი ლვივი.

ადგილობრივებისთვის რთულია, ამ მდგომარეობასთან შეეჩვევა, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. ადამიანი ყველაფერს ეგუება. მათ აქვთ ფარნები, ე.წ. ფაუერბანკები და, ფაქტობრივად,  ყველაფერი, რაც ასეთ ვითარებაშიც კი თავს კომფორტულად აგრძნობინებს.

აფეთქება მოხდა 2 რუსულ ავიაბაზაზეც. მოსკოვი მომხდარში კიევს ადანაშაულებს. მან საპასუხო ცეცხლი ზღვიდან გაუხსა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, მიუხედავად კიევის რეჟიმის მცდელობისა, ტერორისტული აქტით ჩაეშალა რუსული შორი მანძილის ავიაციის საბრძოლო მუშაობა, 5 დეკემბერს, მოსკოვის დროით, 15 საათზე, მაღალი სიზუსტის საჰაერო და საზღვაო შეიარაღებით იერიში მიიტანეს უკრაინის თავდაცვის კომპლექსზე, საკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და სამხედრო ობიექტებზე.

გამუდმებული რუსული დაბომბვის გამო ყოველდღიურად უფრო მეტი ოჯახი ტოვებს ხერსონს. რუსი სამხედროები ქალაქთან ახლოს, მდინარე დნიპროს მეორე მხარეს, რჩებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend