მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მანამდე ყაზახეთის ფინანსურ ცენტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ალმათიში საპროტესტო აქციებისა და დიდი არეულობის ჩასახშობად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ყუმბარები გამოიყენა.

პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ტელევიზიით გამოვიდა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“მოწოდებები, რომ თავს დაესხნენ სამოქალაქო და სამხედრო ოფისებს – უკანონოა. ეს არის დანაშაული, რომელიც აუცილებლად დაისჯება. ძალაუფლება არ შესუსტდება. თუმცა ჩვენ გვჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

პროტესტი დაიწყო კვირას, მას შემდეგ, რაც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ფასი გაიზარდა ჯერ რესურსებით მდიდარ ქალაქ ჟანაოზენში, შემდეგ კი სხვა ქალაქებში.

თუმცა, ზოგან პროტესტმა პოლიტიკური შინაარსი შეიძინა, აქციის მონაწილეების აზრით, ავტორიტარულ ქვეყანაში ხელისუფლება არ იღებს შესაბამის პასუხისმგებლობას.

ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოების მცირე ნაწილი გამდიდრდა, თუმცა ბევრი რიგითი ყაზახისთვის ცხოვრება ჯერ კიდევ მძიმეა, განსაკუთრებით ქვეყნის რესურსებით მდიდარ დასავლეთში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend