მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათიში პროტესტის შეიარაღებულმა მონაწილეებმა კი კიდევ ერთი სამთავრებო შენობა დაიკავეს.

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, ქვეყნის მთავრობა გადადგა, პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ პროტესტს უმკაცრესი ზომების მიღებით ჩაახშობს. მალევე ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა, ალმათიში მერიისა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობები კი გადაწვეს.

პროტესტის ბევრი მონაწილე ხელკეტებითა და ფარებით არის შეიარაღებული, პოლიციის შენაერთები კი მათ დაშლას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობენ.

ყაზახეთს დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირისა და ნავთობის რესურსები გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელი ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

საპროტესტო გამოსვლები თხევადი აირის ფასის ზრდას მოჰყვა.

ამ ეტაპზე კი არ ჩანს ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი ან რაიმე მოთხოვნა. ქვეყნის პრეზიდენტმა კი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend