მთავარიევროპაუკრაინაგათავისუფლებულ ლიმანში აფეთქებების ხმა აღარ ისმის

გათავისუფლებულ ლიმანში აფეთქებების ხმა აღარ ისმის

ახლად დეოკუპირებული ლიმანის ქუჩებს ჯერ კიდევ ეტყობა მძიმე ბრძოლის კვალი. ქალაქის ქუჩები სავსეა რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებით, შენობები კი დანგრეულია. ქალაქის დეოკუპაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა კვირას, 8 ოქტომბერს გამოაცხადა.

ქალაქის დეოკუპაციას მოსახლეობა დიდი შვებით შეხვდა, რამდენიმე დღეა, მათ მშობლიურ ქალაქში აფეთქებების ხმა აღარ ისმის, მაგრამ ადგილობრივებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი.

მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი, ბევრი ისევ სარდაფებში ცხოვრებს.

“სახლში ვიყავი, როდესაც აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღამ გადამაგდო. ღმერთმა დამიფარა, მაგრამ სმენა თითქმის დავკარგე“, – იხსენებს ლიმანის მკვიდრი ვალენტინა კუზმიჩინა.

უკრაინელი სამხედროები კი თანამებრძოლებს მიწას აბარებენ. მათი თქმით, ისინი მზად არიან მომავალი ბრძოლებისთვის, თუმცა ამ გამარჯვებისთვის მათ მსხვერპლის გაღებაც უწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend