მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა

გუშინ, 27 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ლიდერები ერთმანეთს ყაზახეთის დედაქალ ასტანაში, აკორდას რეზიდენციაში შეხვდნენ. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გარდა, საუბარი შეეხო ყაზახეთის პრეზიდენტობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. აგრეთვე, ყაზახეთს აქვს სურვილი გახდეს „ბრიქსის“ წევრი ქვეყანა და მოლაპარაკებები ამის თაობაზეც გაიმართა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, გამოვყავით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიული მიმართულებებიც. მივედით ერთ აზრამდე, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ორმხრივი პარტნიორობა მაინც ვითარდება“, – ამბობს ყასიმჟომართ თოყაევი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ მოლაპარაკების შედეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი და მოლაპარაკებები რუსეთ-ყაზახეთის პარტნიორობის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს და ჩვენი პარტნიორობა წაადგება ორივე ქვეყანასა და მის ხალხს“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე “კუხო” 1990 წელს შეიქმნა და რუსეთის გარდა, მისი წევრები არიან: ბელარუსი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend