აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში დიდთოვლობაა. სანაპირო ზონაში თოვლს ძლიერი ქარი ახლავს თან, რამაც ქალაქ ნიუ იორკსა და სხვა ურბანულ ცენტრებში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
დიდთოვლობამ სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზებაც გამოიწვია. დროებით შეჩერდა ვაქცინაციის პროგრამა. ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ნიუ-იორკის მერმა, ბილ დი ბლაზიომ და ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.