მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ვირუსული ინფექციის შტამის აფრიკის კონტინენტზე გავრცელებამ გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა საგანგებო კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ 2024 წელს კონგოში ვირუსის შემთხვევები და გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე აღემატება წინა წლის ასეთ შემთხვევათა მთლიან რაოდენობას.
Today, the Emergency Committee on #mpox met and advised me that in its view, the situation constitutes a public health emergency of international concern. I have accepted that advice.@WHO is on the ground, working with the affected countries, and others at risk, through our…
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) August 14, 2024
„9 აგვისტოდან დღემდე, ჩვენ გვაქვს მაიმუნის ყვავილის ცხრა დადასტურებული შემთხვევა. ადამიანები, რომლებიც მოდიან საეჭვო გამონაყარით. ასეთ შემთხვევებში პაციენტებს იზოლირებულ პალატებში ვათავსებთ. ეს კი ხშირად პაციენტებში შიშს იწვევს და მკურნალობისთვის აღარ მოგვმართავენ. ასეთმა მიდგომამ კი შესაძლოა, ვირუსის აფეთქება გამოიწვიოს“, – ამბობს რეიჩელ მაგურუ, გომას პროვინციული საავადმყოფოს ექიმი.
2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, “მაიმუნის ყვავილი“ 14 000-ზე მეტს დაუდასტურდა, ხოლო 524 გარდაიცვალა.
„ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა და ის სწრაფად გავრცელდა აღმოსავლეთ კონგოს რესპუბლიკაში. მაიმუნის ყვავილი მის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა. იქ, სადაც აქამდე ეს ვირუსი არ დაფიქსირებულა. მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვირუსის ახალი შტამის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ექსპერტების თქმით, „მაიმუნის ყვავილი“ სწრაფად ვრცელდება და ის უკვე აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაშია დაფიქსირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა აუცილებელია და ამ პროცესში მნიშვნელოვანია კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება.ა