მთავარი COVID-19 აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„პანდემია გრძელდება. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ მიზეზით საგანგებო რეჟიმის მოქმედება 2021 წლის პირველი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. როდემდე გაგრძელდება ეს რეჟიმი, უცნობია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 500 000 ადამიანი ემსხვერპლა, ამიტომ აუცილებელია „კოვიდ-19“-თან ბრძოლის გაგრძელება და არსებული გამოწვევის გადასაჭრელად ყველა ფედერალური უწყების ჩართვა“, – ნათქვამია თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსით 28 მილიონზე მეტი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 503 ათასზე მეტი ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები