კატეგორიები

ბორან “ესტონეთის” ჩაძირვასთან დაკავშირებით ახალი გამოძიება მიმდინარეობს

ბორან “ესტონეთის” ჩაძირვასთან დაკავშირებით ახალი გამოძიება მიმდინარეობს

1994 წელს გემ „ესტონეთის“ ჩაძირვასთან დაკავშირებით ახალი გამოძიება მიმდინარეობს. მათი დასკვნით, გემის კორპუსი ზღვის ფსკერზე არსებულმა კლდემ დააზიანა.

ახალმა დასკვნამ შესაძლოა, გააქარწყლოს ტრაგედიის შესახებ აქამდე არსებული შეთქმულების თეორიები.

„თუ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის თანამშრომელთა მოხსენებას დავეყრდნობით, დიდი ალბათობით, გემის მარჯვენა მხარე ზღვის ფსკერთან შეხების გამო დაზიანდა“, –  ამბობს იონას ბეკსტრანდი, შვედეთის უბედური შემთხვევების გამოძიების ორგანოს გენერალური დირექტორის მოადგილე.

ეს ევროპაში არასაომარ დროს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი საზღვაო კატასტროფა იყო. „ესტონეთის“ ბორტზე მყოფი 852 ადამიანი დაიღუპა.

არსებობდა სხვადასხვა არაოფიციალური ვერსია ამ ტრაგედიის შესახებ.

1997 წლის ოფიციალური მოხსენების თანახმად, გემის ჩაძირვა წყალდიდობამ გამოიწვია. გემზე კარის საკეტები მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ბორანი დაიტბორა. სხვა ვარაუდების მიხედვით, გემი  წყალქვეშა ნავთან შეჯახებისა და გემის შიგნით აფეთქების გამო ჩაიძირა.

გემზე გადარჩა მხოლოდ 137 ადამიანი.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები