მთავარიმსოფლიოევროპამიგრანტთა კრიზისი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე

მიგრანტთა კრიზისი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთმა გააძლიერა დაცვა და ბელარუსთან საზღვარზე დამატებით 12 000 ოფიცერი გაგზავნა, რომ შეეჩერებინა ის მიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში შესვლას ცდილობენ.

საზღვართან ახლოს 3000-მდე ადამიანმა კარვები გაშალა.

მთელი დღის განმავლობაში ასობით მიგრანტი ბელარუსის საზღვრის დატოვებას ცდილობდა. ისინი მავთულის ღობეებს შლიდნენ და ჯოხების დამხარებით აპირებდნენ გადაძრომას.

პოლონეთის მთავრობა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ადანაშაულებს, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ბელარუსის მთავრობა ხელს უწყობს მიგრანტთა კრიზისის გაღვივებას.

პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი აცხადებს, რომპოლონეთის საზღვრის სიახლოვეს დაახლოებით 4000-მდე პირია. ბელარუსში  ათასობით მიგრანტია, რომლებიც მზად არიან, საზღვარი გადაკვეთონ. პიოტრ მიულერი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, როგორ იზრდება  მიგრანტთა ნაკადი არაბული ქვეყნებიდანაც. ისინი ბელარუსისკენ მიემართებიან, რომ როგორმე პოლონეთში გადავიდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ბრალს სდებს ბელარუსის მთავრობას მიგრანტების წახალისებაში. იგი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, დაუწესონ სანქციები ბელარუსს.  ფონ დერ ლაიენმა საზღვართან შესაძლო ჰუმანიტარულ კრიზისზეც ისაუბრა.

უფლებადამცველები კი აკრიტიკებენ როგორც პოლონეთის, ისე ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მიგრანტებს საზღვრებიდან უკან აბრუნებენ. ისინი მოუწოდებენ მათ, შეასრულონ ყველა სამართლებლივი ვალდებულება და არავინ დატოვონ უყურადღებოდ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend