მთავარისაქართველოსაქართველოში "მწვანე პასპორტი" 1 დეკემბრიდან ამოქმედდება

საქართველოში “მწვანე პასპორტი” 1 დეკემბრიდან ამოქმედდება

8 ნოემბრის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

დღეს, 8 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო.

საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს “საშვი” ექნება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან კორონავირუსი აქვს გადატანილი.

გარდა ამისა, “მწვანე” სტატუსით ისარგებლებს ადამიანი PCR ტესტის ჩატარებიდან 72 საათის და “სწრაფი ტესტის” ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.

სად დაგვჭირდება “მწვანე პასპორტი” 

კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.

“აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ობიექტის სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი სავალდებულო იქნება 18 წელს გადაცილებული პირებისთვის.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და ისეთ სერვისებში, რაც არის ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა და რომლის გარეშეც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, ასეთ ადგილებზე “მწვავე საშვის” სისტემა არ ამოქმედდება”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend