მთავარიმსოფლიოკლიმატის სამიტზე ატომური ენერგიის გამომუშავებაზე იმსჯელეს

კლიმატის სამიტზე ატომური ენერგიის გამომუშავებაზე იმსჯელეს

ბირთვული ენერგია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების ნაწილია, – ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი. გლაზგოში COP26-ის  კონფერენციაზე რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ ბირთვული ენერგია მსოფლიოში გამომუშავებული მთლიანი სუფთა ენერგიის 25 პროცენტზე მეტს აწარმოებს, მისი აზრით, მსოფლიო ამის გარეშე ვერასდროს მიაღწევს შედეგს.

ელექტროენერგიის ფასები ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს, ამიტომ მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გაუქმება, ბირთვული ენერგიის საკითხი დებატებში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, როგორც ენერგეტიკული მიქსის ნაწილი, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.  COP26  წელს ტარდება გლაზგოში, კონფერენციაზე 140 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის აზრით, ბირთვული ენერგია ახლა იმედგადაწურულ მსოფლიოს ყველაზე მეტად სჭირდება.

,,ბირთვული ენერგია არის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი. არ არსებობს სხვა გზა. ზოგიერთმა შეიძლება გამოიყენოს ის, ზოგიერთმა – არა, მაგრამ ცხადია, რომ ბირთვული ენერგია უკვე აწარმოებს მსოფლიოში გამომუშავებული სუფთა ენერგიის 25-26 პროცენტზე მეტს, და მის გარეშე ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სასურველ შედეგს“, – განაცხადა  გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.

ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხოების შესახებ დებატები ათწლეულების წინ მომხდარ ფაქტებსაც მოიცავს. არავის ავიწყდება ჩერნობილი ან ფუკუშიმა. მაგრამ ცხადია, რომ უახლესი თაობის ატომური ელექტროსადგურები ბევრად უფრო უსაფრთხოა და გაცილებით ნაკლებ ბირთვულ ნარჩენებს აწარმოებს, ვიდრე ადრე აშენებული სადგურები.

“რა შეიძლება იყოს იმაზე ეფექტიანი,  ვიდრე ის ობიექტი, რომელსაც აშენებ და გაძლევს ენერგიას დაახლოებით ასი წლის განმავლობაში. ჩვენ  ნამდვილად უნდა გააფართოოთ ჩვენი ფანტაზია და მოვიფიქროთ ალტერნატიული გზები. ასე რომ, მოლაპარაკებების გზით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ ახალი გადაწყვეტილებები. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება ყველასთვის მისაღები, თუმცა, გარკვეულ კონსესუსამდე უნდა მივიდეთ და ვიპოვოთ გამოსავალი კლიმატური პრობლემების დასაძლევად”, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საერთო შეთანხმება არ არსებობს ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტისა და გლობალური დათბობის შეჩერების ერთ-ერთ მთავარ წყაროს სწორედ ატომური ენერგიის გამომუშავება წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend