მთავარიმსოფლიოჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდულია

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდულია

კორონავირუსი და მსოფლიო

რუმინეთში მკაცრდება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. ქვეყანაში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება და ამოქმედდება კომენდანტის საათი მათთვის, ვინც სრულად არ არის აცრილი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან რუმინეთი ბულგარეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელშიც ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

ორივე ქვეყნის ხელისუფლებას უჭირს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა. ბულგარეთის დედაქალაქში  ე.წ. „მწვანე საშვი“ მოქმედებს. მოსახლეობას ე.წ „მწვანე საშვის“ წარდგენა მოეთხოვება შიდა სივრცეებით სარგებლობისას, მაგალითად, სავაჭრო ცენტრში, რესტორანსა თუ სავარჯიშო დარბაზში შესასვლელად.

თუმცა მედიკამენტების თვალსაზრისით კარგი ამბებია.

ფარმაცევტული კომპანია “მერკი“ მიმართავს ევროპის წამლის სააგენტოს, დაუშვას კორონავირუსის სამკურნალო აბები. მედიკამენტის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება პირველი საშუალება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება. წამლის შეყვანა აღარ იქნება საჭირო  ნემსით ან ინტრავენური ინფუზიის გზით.

ამავდროულად, ჩინეთში სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს ე.წ. ბუსტერ დოზას“.  ჩრდილოეთ პროვინციებში “დელტა” ვარიანტის გავრცელებას ებრძვიან.

იმ დროს, როდესაც თითქმის მთელ მსოფლიოში საზღვრები იხსნება და ხალხი მოგზაურობისთვის ემზადება, ჩინეთში განსხვავებული სტრატეგია აქვთ. იქ, სადაც ვირუსია გავრცელებული, მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, ქვეყანაში შეზღუდულია რეგიონებს შორის გადაადგილებაც.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:22

„დაიტოვე“

spot_imgspot_img
Send this to a friend