გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციისა და ერთის მაგიერ სიმძიმის რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბების ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარება საერთაშორისო დინამიკის პარალელურად იცვლება.
სომხეთი, რომელიც ისტორიულად რეგიონში კრემლის მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი გახლდათ, საჯაროდ იცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ამ ცვლილებას კი აქვს როგორც სამხედრო, ასევე სამართლებრივი განზომილება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რიგით 124-ე სრულფასოვან წევრად გაერთიანებისას ერევანმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნისას ვლადიმირ პუტინს დააკავებს და ჰააგას გადასცემს. როგორც წესი, მოკავშირე სახელმწიფოები ერთმანეთის პრეზიდენტებს არ აკავებენ.
სომხეთის რუსეთის ფედერაციისგან დაშორების კიდევ ერთი და უფრო მკაფიო მაგალითი გახლავთ სომხეთის მიერ ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, ОДКБ-ში, წევრობის შეჩერება; ამ ორგანიზაციის სამხედრო მანევრების მასპინძლობაზე უარის და ამის ნაცვლად, სახელმწიფოს ისტორიაში პირველად ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო მანევრების ჩატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და რიგ შემთხვევებში დემარკაციაც დაწყებულია.
აზერბაიჯანთან ომში დამარცხების შემდეგ ერევანი ახალი საგარეო პოლიტიკის წარმოებას ახალი შეიარაღებით ცდილობს და საინტერესოა, ვნახოთ თუკი რა არსენალს უყრის თავს ერევანი და როგორია, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო თანაფარდობა.
სომხეთი შეიარაღებას ამ ეტაპზე ძირითადად ორი სახელმწიფოსგან იღებს, ესენია: ინდოეთი და საფრანგეთი. მანამ, სანამ ამ სახელმწიფოთა შორის სამხედრო თანამშრომლობის დეტალებს განვიხილავთ, ვნახოთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გაწეულ სამხედრო ხარჯებს 2020 წლის შემდეგ.
2020 წელს სომხეთმა თავდაცვის მიზნით 785 მილიონი დოლარი დახარჯა, 2021 წელს – 663 მილიონი დოლარი, 2022 წელს მილიარდ დოლარზე მეტი, 2023 წელს თითქმის მილიარდ-ნახევარი, 2024 წელს კი იგეგმება მილიარდ-ნახევარზე მეტის დახარჯვა.
აზერბაიჯანმა კი 2020 წელს 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯა, 2021 წელს თითქმის 2 მილიარდ 700 მილიონი, 2022 წელს – 2 მილიარდ 800 მილიონი, 2023 წელს 3 მილიარდზე მეტი, ხოლო წელს აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 4 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობისაა.
სომხეთის მიერ ინდოეთისგან შესყიდული შეიარაღება
სომხეთის მიერ საფრანგეთისგან შესყიდული შეიარაღება
სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებამდე შორია, მაგრამ სეპარატიზმის დამარცხების პრეცედენტი შექმნილია.