მთავარისაქართველო„მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული“ - ომბუდსმენი

„მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული“ – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი 30 აპრილის ღამეს, მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად სპეციალური საშუალებების გამოყენებას გამოეხმაურა

. ლევან იოსელიანმა მედიასთან კომენტარის გაკეთებამდე, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. ომბუდსმენის სპეციალური განცხადების მიხედვით, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდეგაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

„გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას“ – ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მოგვიანებით სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სოფო ჯაფარიძე. ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო და მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდა ათობით სპეცრაზმელი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend