მთავარისაქართველოევროპის გამაერთიანებელი ევროპაკონცერტი წინანდალში

ევროპის გამაერთიანებელი ევროპაკონცერტი წინანდალში

საქართველო ლეგენდარული ევროპაკონცერტის მასპინძელია. წინანდლის მამულში მსოფლიოში აღიარებული ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსებმა დაუკრეს.

ევროპაკონცერტი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. 1991 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ევროპაკონცერტი ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა, განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული დატვირთვის მქონე ქალაქში.

წინანდალში ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს ცნობილი ინგლისელი დირიჟორი დენიელ ჰარდინგი ხელმძღვანელობდა. ორკესტრთან ერთად მაყურებლის წინაშე ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა დაუკრა.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend