მთავარიმსოფლიოევროპამიგრაციის ახალი კანონი ირლანდიაში

მიგრაციის ახალი კანონი ირლანდიაში

ირლანდიის მთავრობა ბოლო დროს მიგრანტთა ნაკადის გაზრდასთან გასამკლავებლად გეგმავს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავშესაფრის მაძიებლები უკან, გაერთიანებულ სამეფოში, დააბრუნონ.

მიგრანტები ჩრდილოეთ ირლანდიის სახმელეთო საზღვრის გავლით ჩადიან. ქვეყნის  იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობის მეშვეობით უფრო სწრაფად დაამუშავებენ მიგრანტთა დოკუმენტაციას.

ირლანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მაისის ბოლოს გეგმავენ ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, თავშესაფართა მაძიებლები უკან, გაერთიანებულ სამეფოში, დააბრუნონ.

იუსტიციის მინისტრი ჰელენ მაკენტი ამბობს, რომ საგანგებოდ მისაღები კანონმდებლობა მიგრანტთა შესახებ ინფორმაციის უფრო სწრაფად დამუშავებას ითვალისწინებს.

 

პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა ვესტმინსტერს მოუწოდა, იხელმძღვანელოს 2020 წლის შეთანხმებით, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა უკან  გაბრუნებას ითვალისწინებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ ირლანდიაში გადასული მიგრანტების რაოდენობის ზრდა ადასტურებს, რომ მისი ე.წ. რუანდის დეპორტაციის სადავო პოლიტიკა მუშაობს.

ირლანდიის ოფიციალური პირების შეფასებით, ირლანდიაში ჩასულთა 80 პროცენტი გაერთიანებულ სამეფოს შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამაკავშირებელი სახმელეთო საზღვრის გავლით ჩადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend