მთავარისაქართველოპროტესტის ფონზე პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა სადავო კანონპროექტს

პროტესტის ფონზე პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა სადავო კანონპროექტს

საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაზე სადავო პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქცია.

უკვე მესამე კვირაა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ კანონს, რომელიც მოწინააღმდეგეების აზრით, არის რუსული კანონის ანალოგი და დააშორებს საქართველოს ევროპულ გზას.

პარლამენტის გარშემო მყოფი დემონსტრანტები ინფორმაციას კანონპროექტის მოსმენის შესახებ შეხვდნენ შეძახილებით “რუსებო”.

მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში არაძალადობრივ მოძრაობას იწყებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend