საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა და არაპროპორციული ძალის გამოყენება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
“სირცხვილია შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა მისივე თქმით, შეწყდეს სპეცდანიშნულების ძალების მიერ უადგილო და უსაფუძვლო ქმედებები.